გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის ელექტრონულად გაცვლის წესი მიიღო

გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის ელექტრონულად გაცვლის წესი მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა. სებ-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

ახალი წესი განსაზღვრავს უნაღდო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს. ამ პირობების თანახმად, უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. გადახდები მხოლოდ ქართული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშებზე მოხდება.

“პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილი კლიენტის ანგარიშიდან პუნქტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ, იმავე კლიენტის კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანების ტექსტის თანახმად, მომხმარებლებს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვონ:

“პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…